Monday, May 21, 2007

PAC-MAN


აი ასე გამოიყურება თურმე 80-იანი წლების, ალბათ ყველაზე ნაცნობი თამაშის პერსონაჟის ჩონჩხი. ამასწინად მოუკლავთ თურმე მონადირეებს ბორჯომის ტყეში...

Monday, May 14, 2007

შავი ჭირის ტრანსპორტი


როცა შავი ჭირი მოედო სამყაროს, საზოგადოება თავგანწირვით ცდილობდა აურაცხელი გვამების მოშორების ორგანიზებული ფორმის პოვნას. კრიმინალები აიძულეს გამხდარიყვნენ შავი ჭირის ტრანსპორტის მძღოლები ამნისტიის სანსცვლოდ, რომლითაც ისინი სავარაუდოდ ვერასოდეს დატკბებიან. ეს ურმები ეჟვნების და ზარების რეკვით მოძრაობენ ქუჩებში, ხოლო მძღოლები მთელი ხმით გაჰყვირიან და უხმობენ გლეხებს გამოიტანონ თავიანთი მიცვალებულები.

ცხენის დრუნჩზე გამობმული ტომსიკა შეიცავს სურნელოვან ბალახებს, იმ იმედით, რომ ისინი გაფილტრავენ ჰაერს მიაზმებისაგან და გადაარჩენენ საწყალ ცხოველს შავი ჭირით დაავადებისაგან.

ზარები გამუდმებით რეკავენ რათა ერთის მხრივ, გააფრთხილონ ჯანმრთელები და მეორეს მხრივ, მოიზიდონ ისინი, ვისაც სახლში მიცვალებულები ჰყავს.

მიუხედავად იმისა რომ მძღოლების თვალთახედვა ნაწილობრივ შეზღუდულია, ისინი მაინც ახერხებენ კისრის ისე მოგრეხას რომ დაინახონ, თუ საით მიდიან.

ურემზე გამობმული გრძელი ნაჭერი იჭერს გვამებს, რომელიც ცვივა ურმიდან და მოათრავს მათ მოკლე მანძილზე (გლეხები და მოქალაქეები ურემს უკან უდებენ გადმოყრილ გვამებს რათა ისინი არ აყროლდნენ ქუჩებში).

ამ და სხვა ურჩხულებს იხილავთ ქეით თომპსონის გალერეაში.

მდაა... ნამდვილად არ მეგონა თუ ქალს ასეთი ფანტაზია ექნებოდა....